პროექტს საფუძვლად უდევს 2006 წელს გაცემული P 4006. პატენტი. დაპატენტებულია ახალი ტიპის ქარის ძრავა (ნახაზი და აღწერა იხილეთ წწწ.ეცოტეცჰ2000-გე.ნაროდ.რუ), რომელიც ადრე არსებული ძრავებისაგან განსხვავდება არა რაიმე მეორეხარისხოვანი ნიშნით, არამედ წარმოადგენს პრინციპულად განსხვავებულ კონსტრუქციას, რომელშიც განხორციელებულია კარუსელური ძრავების ძირითადი ნაკლის თავიდან აცილება. სახელდობრ, მიღწეულია კარუსელური ქარის ძრავების მქკ ამაღლება. დაბალი მქკ განპირობებულია მისი ბორბლის პასიური ნახევრის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას უარყოფითი ძალების აღძვრით, რაც ამცირებს ბორბლის აქტიური ნახევრით განვითარებული მბრუნავ მომენტს. შემოთავაზებულ ძრავაში მქკ ამაღლება მიიღწევა ორიგინალურად და მარტივად, კერძოდ, ძრავის ღერძში 90%-ით მობრუნების საშუალების მქონე ღეროზე დამაგრებული ფრთების საშუალებით, რომელთაგან ერთის მუშა მდგომარეობაში ყოფნისას მეორე აუცილებლად იმყოფება ფლუგერულ მდგომარეობაში და ეს ხორციელდება ყოველგვარი დამატებითი მექანიზმების გარეშე, მხოლოდ ღეროს საშუალებით, რაც განაპირობებს ასეთი ძრავის სიმარტივეს და მქკ ამაღლებას და მის მიახლოვებას პროპელერიან ძრავების მარგი ქმედების კუოფიციენტთან. ასეთ შემთხვევაში თავს იჩენს კარუსელური ძრავის მთელი რიგი უპირატესობები პროპელერიან ძრავებთან შედარებით, კერძოდ; არ აქვს მნიშვნელობა ქარის მიმართულებას და მის ცვალებადობას, ქარის ბორბლის დიამეტრის ზრდა არ იწვევს საყრდენი ანძის სიმაღლის გაზრდის აუცილებლობას და ანძა ნებისმიერი სიმძლავრის ძრავის შექმნისას მუდამ რჩება მუდმივი სიმაღლის ≈15 მეტრის, რაც იძლევა საშუალებას ძრავის ენერგეტიკული ნაწილის რედუქტორი, გენერატორ, გარდამქმნელები, ჩამრთველები და სხვა დამაგრდეს არა ანძაზე, როგორც ეს აუცილებელია პროპელერიანი ძრავის შემთხვევაში, არამედ ავტონომიურად, ნიადაგზე-ნულოვან სიმაღლეზე, რაც გამორიცხავს მათ კონსტრუქციებში დამატებითი ვიბრაციების აღძვრას და აადვილებს მათ ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, ცნობილია რომ პროპელერების დასამზადებლად თანამედროვე ძრავებისათვის, განსაკუთრებით მაღალი სიმძლავრეების მისაღებად, გამოიყენება რთული ტექნოლოგიებით მიღებული ძვირადღირებული მასალები. ორივე ეს ამაღლებს პროპელერიანი ძრავების ღირებულებას, ხოლო წარმოდგენილი კარუსელური ძრავების დასამზადებლად გამოიყენება, ჩვეულებრივი, მასიურად გავრცელებული მასალები.
ქარის ძრავა
ქარის ძრავა შეიცავს ვერტიკალურ ღრუ ლილვს 1, რომელშიც ჩამაგრებულია შეწყვილებული ქარის ბორბლები 2, რომლებიც ღრუ ლილვზე ერთმანეთის მიმართ განლაგებულია სხვადასხვა დონეზე H ბიჯით და გარკვეული კუთხით. ამასტან, ბიჯის სიდიდე უდრის ერთი წყვილი ქარის ბორბლის მუშა ზედაპირების ჯამურ სიმაღლეს, ხოლო წრიულად ქარის ბორბლებს შორის კუთხე – 60 გრადუსს.
ღრუ ლილვი გატარებულია მზიდი ფერმის 3 კონსტრუქციაში და იგი კარდანული გადაცემით 4 უკავშირდება რედუქტორს 5, რომლის გამავალი ლილვი კბილა (ღვედური) გადაცემით უკავშირდება გენერატორს 6. რედუქტორი და გენერატორი ავტონომიურად არის დაყენებული ნიადაგზე.
figure 1.
figure 2.
ახალი ტიპის ქარის ძრავა
პატენტი 4006 B
ECOTECH2000
Используются технологии uCoz
Используются технологии uCoz